fbpx

არსებობს მრავალი მითი  კანადაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხოლო რომელი მათგანი შეესაბამება სიმართლეს უკვე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი გვიამბობს:

1. კანადაში ყოველთვის ცივა

კანადაში ტემპერატურისა და კლიმატური პირობების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ბრიტანული კოლუმბიის გარკვეული ნაწილი უდაბნოსებრია, აქ მხოლოდ ვანკუვერი ხასიათდება მცირე თოვლით და წვიმიანი გაზაფხულით. ონტარიოს სამხრეთი კალიფორნიის მსგავსი მშრალი და ცხელი ჰავით გამოირჩევა. რა თქმა უნდა კანადის ძირითადი ჩრდილოეთი მხარე ცივი და მეტად თოვლიანია, სწორედ ეს ტერიტორია იწვევს აღნიშნული მითის არსებობას.

2. ტორონტო კანადის დედაქალაქია

ტორონტო კანადის ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ასევე ის მთელი ქვეყნის ფინანსური ცენტრიცაა, მაგრამ კანადის დედაქალაქად ოტავაა მიჩნეული.

3. კანადაში ირმები, თაგვები, დათვები და ველური ბუნებაა

თქვენი მოლოდინებიდან გამომდინარე კანადის ბუნებამ შეიძლება ან აღგაფრთოვანოთ ან პირიქით იმედგაცრუებული დაგტოვოთ.

ციყვები, ირმები, დათვები, შეიძლება იხილოთ მხოლოდ სპეციალურად დაგეგმილ ტურებში ან ტყე-პარკებში ონტარიოს ჩრდილოეთ ნაწილში ან ალბერტაში, მაგრამ შეიძლება იმდენადაც გაგიმართლოთ რომ რომელიმე მათგანმა უბრალოდ გზაზე მოინდომოს თქვენს წინ გადასეირნება.

4. კანადის ძირითადი მოსახლეობა ფრანგულად საუბრობს

არა, არა და არა! ესეც კიდევ ერთი მითია. კანადის მოსახლეობის მხოლოდ 24% ია ფრანგულენოვანი, განსაკუთრებით დიდია ეს მაჩვენებელი ისეთ პროვინციებში როგორებიცაა მონრეალი და კვებეკი.

Call Now Button