fbpx

2020 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ცხოვრების ხარისხის მიხედვით კანადა მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანაა.

თუ თქვენ ხართ კანადის მოქალაქე ან მუდმივი რეზიდენტი, შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევის განყოფილებას.  ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა ფინანსდება გადასახადების გადახდის მეშვეობით. ყველა დაზღვეულს აქვს ბარათი რომლის მეშვეობით თითქმის აღარაფერი რჩება გადასახდელი მომსახურების მიღებისას. 

თითოეულ პროვინციას და ტერიტორიას აქვს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა. თქვენ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ და დეტალურად ერკვეოდეთ, თუ რას მოიცავს თქვენი დაზღვევა ადგილმდებარეობის გამო.

თუ თქვენ დაგჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ჯობია მიმართოთ უახლოეს კლინიკებს, რადგან დისტანციაზე არსებულში მისვლის გამო შესაძლებელია მოგიწიოთ დამატებითი გადასახადების გადახდა ლოკაციის განსხვავების გამო.

სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში ჩართვას სჭირდება 2-3თვე. ტერიტორიების მიხედვით განსხვავდება  შემდეგი პროვინციების ჯანდაცვის სისტემები:

სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს ჯანდაცვის საბაზისო მოთხოვნებს, ხოლო თუ თქვენ გინდათ დამატებითი მომსახურების უზრუნველყოფა, მაშინ უნდა დაიმატოთ კერძო დაზღვევა ისეთი შემთხვევებისათვის როგორებიცაა:

  • სტომატოლოგია
  • ფიზიოთერაპია
  • ამბულატორია
  • ოფთალმოლოგია
  • მედიკამენტები
Call Now Button