კარიერის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელებაზე არ გიფიქრია? მაშინ ვფიქრობ, დროა გაეცნო ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალს და იპოვო საკუთარი მომავალი.
1. გაყიდვების წარმომადგენელი – გურუ რომლის მნიშვნელობაც ყოველწლიურად მატულობს. თუ შენ შეგიძლია გაყიდო საკუთარი უნარები სარფიანად, მაშინ ეს პროფესია შენთვისაა! გაყიდვების წარმომადგენლის/აგენტის საშუალო წლიური ხელფასი კანადაში $50,255.
2. მძღოლი – პიროვნება, რომელიც შეიძლება მართავდეს როგორც კომერციული დანიშნულების ავტომანქანებს, ასევე ტაქსებს და დიდ ტრაილერებს. მართვის მოწმობით კანადაში მძღოლების საშუალო წლიური ხელფასი $44,836.

3. შემდუღებელი – შემდუღებლის პოზიციაზე მოთხოვნები კანადაში საკმაოდ მაღალია გამომდინარე ფაქტიდან, რომ კანადა უდიდესი მრეწველობის და ავტოსატრანსპორტო სფეროს მოწინავე ქვეყანაა. შემდუღებლის საშუალო წლიური ხელფასის მოცულობა – $45,927.
4. ვებ-დეველოპერი – მსოფლიო შენ გელოდება! და რა თქმა უნდა არც კანადაა გამონაკლისი. დროა შენი კოდი უკეთეს ჩარჩოებს მიღმა მოაქციო. კანადაში შენთვის ხომ საშუალოდ წლიური $68,850 ხელფასია გამოყოფილი.
5. პროექტების მენეჯერი – მოთხოვნა გაზრდილია ისეთ სფეროებში როგორებიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და მარკეტინგი, ხოლო წლიური სახელფასო ანაზღაურება კი $90,900-ია.

6. ექთანი – კანადის მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალოზე მეტი ასაკისაა, მათი საპენსიო დანაზოგები მშვიდი სიბერის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარანტიას ქმნის. ამის გამო კვალიფიციურ მუშახელზე სამედიცინო სფეროში მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. სერთიფიცირებული მედდის ხელფასი – $76,362 .
7. მექანიკოსი – გადამამუშავებელ მრეწველობის დარგებში აღსანიშნავია: ენერგეტიკა, ქიმიური კომპლექსი, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. მექანიკოსის საშუალო წლიური ხელფასი $70,000.

8. სამშენებლო სექტორში მშენებელი/მუშა – კანადა ფართობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ხოლო 1 სულ მოსახლეზე განვითარების ინდექსით ნომერი პირველია მსოფლიოში. ეს კრიტერიუმები უზრუნველყოფს ქალაქების მასიურ განაშენიანებას რაც იწვევს მუშახელზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას. საშუალო წლიური ხელფასი ამ სფეროში $47,876$-ია.
9. ბიზნესის განვითარების მენეჯერი – კადრი რომელიც ბიზნეს ახალი სასიცოცხლო ენერგიით მუხტავს, იწყებს საზღვრების გაფართოებას და ხურავს წარმოუდგენელ დილებს. მისი საშუალო წლიური ანაზღაურება კანადაში $85,000$-ია.
10. მიმღების თანამშრომელი – ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კომპანიის იმიჯს წარმოადგენენ. მიმღების თანამშრომელი პირველი ეგებება შემოსულ მომხმარებელს, უღიმის და ავსებს ინფორმაციას მის შესახებ. სახელფასო მოლოდინი კი $35,867 განისაზღვრება.