fbpx

M O N T R E A L

მონრეალი – მთის სახელწოდებიდან იღებს სათავეს და წარმოადგენს კანადის ფრანგულენოვან მხარეს.  მოსახლეობის 72% სახლში ფრანგულად საუბრობს, ხოლო ინგლისურად მხოლოდ 14%. ის პარიზის შემდგომ  მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრანგულენოვანი ქალაქია. მონრეალში მდებარეობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  სათაო ოფისი, ასევე გაეროს მესამე სათაო ოფისი  ნიუ იორკისა  და ვაშინგტონის  შემდეგ.

visa-Canada-toronto-viza-ottawa-vancouver-montreal
  • აერონავტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • კომერციული და საწარმოო დიზაინი
  • ტურიზმი
  • გეიმინგი (თამაშების ინდუსტრია)
  • ჯანდაცვა
  • მანქანათმშენებლობა
  • ფინანსები

ცხოვრება მონრეალში

მონრეალის ეკონომიკის სიძლიერეს არსებული ბიზნეს სექტორების მრავალფეროვნება წარმოადგენს: კოსმოსური ხომალდების,გემების და მანქანათმშენებლობა, ელექტრონული კომერცია, ფარმაცია, ბეჭდური მედია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოება, თამბაქო, ნავთობქიმიკატები და ტრანსპორტი.

როგორც უმსხვილესი საპორტო ადგილი მონრეალი შაქრის, ნავთობის, ხორბლის და სამომხმარებლო საქონლის სატრანზიტო ქალაქია.

მონრეალში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრებია თავმოყრილი როგორებიცაა:  FACEBOOK AI Research (FAIR), MICROSOFT Research, GOOGLE BRAIN, SAMSUNG Research…

თუ კომპიუტერული თამაშები შენი ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტია მაშინ მონრეალში შენს პოტენციალს აუცილებლად ექნება გასაქანი. ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ბუმი მონრეალში 2000-დან დაიწყო და დღეისათვის ისეთი მსხვილი კომპანიების მასპინძელი ქალაქია როგორებიცაა : EA,  BIOWARE,  THQ,  GAMELOFT,  EIDOS INTERACTIVE,  WARNER BROS STUDIO

Call Now Button