fbpx

Q U E B E C

კვებეკი – მდებარეობს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში. სახელწოდება ძველი ადგილობრივი ინდიელების ენაზე ნიშნავდა ადგილს, სადაც მდინარე ვიწროვდება, რაც გამომდინარეობს მისი მდინარე სენტ-ლოურენსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობით.

კვებეკი კანადის მეორე პროვინციაა, როგორც სიდიდის, ისე მოსახლეობის რაოდენობის – 8 მილიონი ადამიანი – თვალსაზრისით. წარსულში – 1763 წლამდე – კვებეკის პროვინცია ჩრდილოეთ ამერიკის იმ ტერიტორიების ნაწილი იყო, რომლებიც საფრანგეთის მფლობელობაში შედიოდა.

visa-Canada-Toronto-viza

კვებეკის მოსახლეობის უმრავლესობა ფრანგულენოვანია. კვებეკი წარმოადგენს კანადის ერთადერთ ადმინისტრაციულ პროვინციას, სადაც ოფიციალური ენა ფრანგულია.

სახელმა „კვებეკელები“, წესით, კანადის კვებეკის პროვინციის ყველა მცხოვრები უნდა მოიცვას, თუმცა ამ ტერმინით ძირითადად კვებეკის ფრანგულენოვან მოსახლეობას მოიხსენიებენ ხოლმე. როგორც ამბობენ, კვებეკის ფრანგული მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფრანგულისგან, რომელსაც საფრანგეთში მოისმენთ. საფრანგეთის ტელევიზია კვებეკელთან ინტერვიუს თუ გადასცემს, კადრებს ხშირად სუბტიტრებსაც ურთავს და ტექსტს საფრანგეთში „ნორმალურად“ მიჩნეულ ფრანგულ ენაზე „თარგმნის“ ხოლმე, ვინაიდან კვებეკური ფრანგული ბევრ ძველმოდურ თუ არქაულ სიტყვას იყენებს.

ცხოვრება კვებეკში

კვებეკში ან მონრეალში  მაღაზიაში თუ შეხვალ და ინგლისურად ითხოვ, მაგალითად, პურს, ხალხი მოგიბრუნდება და გეტყვის, ფრანგულად ილაპარაკეო. ინგლისურენოვან ხალხს ისინი აღიქვამენ მეტოქეებად, რომლებიც მათი კულტურის განადგურებას ცდილობენ.

კვებეკის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი მომსახურების სფეროა, ასევე საქჰაერო ნავიგაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები. ადგილობრივები დასაქმებულნი არიან როგორც ქალაქში ლოკალურად ასევე ეწევიან შრომის ბაზარზე ექსპორტს რაც მიღებული შემოსავლების 30%მაჩვენებელს შეადგენს.

კვებეკში დაარსებული ტექნოლოგიური სექტორის წამომადგენელი კომპანიებიდან აღსანიშნავია MOTOROLA, ERICSSON, UBISOFT.

500 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ისეთ გიგანტებში როგორებიცაა IBM,  CMC,  MATROX.

Call Now Button