fbpx

T O R O N T O

ტორონტო  – კანადის პროვინციის ონტარიოს მთავარ ცენტრს წარმოადგენს. ის მდებარეობს გოლდენ-ჰორშოუს ტერიტორიაზე, სამხრეთ ონტარიოში და ონტარიოს ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

6 197 000 მოსახლეობით ტორონტო კანადის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მულტიკულტურული  კოსმოპოლიტენია, სადაც მუდამ იგრძნობა ბიზნესის კეთების, მრავალფეროვანი კულტურის, ფინანსების და ხელოვნების სწრაფი ტემპები.

visa-Canada-Toronto-ვიზა
  • ფინანსები და ინვესტიციების მართვა
  • მედია ინდუსტრია
  • მრეწველობა
  • ტურიზმი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • მშენებლობა და უძრავი ქონების მართვა

ცხოვრება ტორონტოში

დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, ტორონტო ხასიათდება ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსს სძენს.

კანადური განათლების სისტემის მიხედვით ტორონტოში 4 ეტაპიანი სწავლების მოდელია. პირველი პრე სქული(ბაღი) სადაც 6 წლამდე პატარების აღზრდა ხორციელდება, საშუალო სკოლა 6-18 წელი, სადაც 12+ ქულიანი შეფასების მეთოდია დანერგილი ონტარიოს პროვინციის რეგულაციით. უმაღლესი ანუ საუნივერსიტეტო კანათლება და პროფესიული საგანმანათლებლო კურსები.

ტორონტოში საგზაო უსაფრთხოებას უზრონველყოფს ტორონტოს სატრანსპორტო კომისია, ხოლო ყველაზე მეტად პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მეტრო და ტრამვაია. სატრანსპორტო კომისია ასევე განაგებს ავტობუსებს , რომლებშიც ისევე როგორც მატარებლებში დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტორონტოს – როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქს.

Call Now Button