fbpx

V A N C O U V E R

ვანკუვერი –  ბრიტანული კოლუმბიის უდიდესი ხოლო სიდიდით კანადის მესამე ქალაქია. მისი მოსახლეობა 20 გარეუბნის ჩათვით  2 581 000-ია.

ცხოვრების ხარისხის მიხედვით ვენისა და ციურიხის შემდგომ ვანკუვერი მესამე ადგილზეა მსოფლიოში. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ის წარმოადგენს უმსხვილეს საპორტო ქალაქს, რაც ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროების განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორია.

vancouver-canada-visa-viza
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა
  • ლოჯისტიკა
  • ტურიზმი
  • ენერგეტიკა
  • კინო ინდუსტრია
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • მშენებლობა და უძრავი ქონების მართვა
  • ბიოტექნოლოგია
  • კვების ინდუსტრია
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • ფინანსები
  • ხელოვნება
  • საწარმოო დიზაინი
  • ელექტრონული კომერცია

ცხოვრება ვანკუვერში

ვანკუვერი კანადის ყველაზე თბილი ქალაქია. ხასიათდება ოკეანის ჰავით რაც იწვევს თბილი ქარების ზემოქმედებას, მზიან და თბილ ამინდებს. ის ასევე ყველაზე ნესტიანი ქალაქია. 18 მარტიდან 10 ნოემბრამდე თბილი პერიოდი დგება, რომლის დროსაც ზოგჯერ ტემპერატურა 34°აღწევს.

ჟურნალი Forbes კვლევის მიხედვით ვანკუვერი მსოფლიოში მესამე ადგილზეა უძრავი ქონების მაღალი ფასებით. აქ იგულისხმება, როგორც  ყიდვა-გაყიდვა ასევე მისი ქირავნობა, რაც თავის მხრივ აძვირებს ცხოვრების ღირებულებას. ბაზარზე ფასების ასეთი არარაციონალური ზრდა განაპირობა აზიელი ემიგრანტების მასიურმა შედინებამ ქვეყანაში. ვანკუვერის 27.7% ჩინელი მოსახლეობა, ხოლო 6%კი სხვა დანარჩენი აზიელები შეადგენენ.

Call Now Button