
ტურისტული ვიზა
კანადის ტურისტული ვიზა არის ორი სახის:
- ვიზიტორ ვიზა
- ტურისტული ვიზა
ორივე მათგანის შემთხვევაში შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, ადამიანი ღებულობს კანადაში შესვლის ნებართვას. ვიზიტორ ვიზა ეძლევა ადამიანს, რომლის მიზანია გარკვეული დანიშნულებით შევიდეს კანადის ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ხოლო ტურისტული ვიზა აძლევს მას უფლებას იმოგზაუროს და დატკბეს კანადის სხვადასხვა ულამაზესი ტერიტორიის აღმოჩენით.
კანადა სწორედ რომ ყველა ტურისტის საოცნებო მხარეა. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ცამდე ასული მთები და უდიდეს ტბათა სისტემა. ის განთქმულია ველური ბუნებით. თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ნახოთ წელიწადის ოთხივე დროისათვის დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა, ამასთანავე არ დაგჭირდეთ ამისათვის ლოკაციის შეცვლა.